კორონავირუსის 544 ახალი შემთხვევა დადასტურდა

„ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 544 ახალი დადასტურებული შემთხვევა“, –  ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 10 თებერვლის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 244 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 615 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 629 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 544 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 263 601-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.98%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.64%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.41%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 469 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 255 385-მდე“ – განაცხადა სიჭინავამ.

მსგავსი თემები