ფართომასშტაბიანი სპეცოპერაციისას იტალიაში 55 ქართველი დააკავეს

იტალიაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, 55 ქართველი დააკავეს. კრიმინალურ ჯგუფზე ძიება 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით,  დაკავებულები ძარცვას „ქართული მეთოდებით“ ახორციელებდნენ და იყენებდნენ სპეციალურ ხელსაწყოებს. ყველა დანაშაული ერთი ხელწერითაა ჩადენილი ისე, რომ კვალს არ ტოვებდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთი ჯგუფი ყაჩაღობდა, მეორე კი მოპარული ნივთების რეალიზაციით იყო დაკავებული. კერძოდ, ძვირფასეულობა უკრაინაში იგზავნებოდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება შსს-მაც გაავრცელა.

„გამოძიებით დადგენილია, რომ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები ჩრდილოეთ იტალიაში ბინებს ქურდავდნენ, მოპარულ ნივთებს, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, კონკრეტულ ადგილებზე აბარებდნენ, ნაქურდალი ნივთების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხით კი იტალიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგალური ბიზნესსაქმიანობის წამოწყებას ცდილობდნენ“ – აცხადებენ უწყებაში.

დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.  

მსგავსი თემები