ადამიანებზე კორონავირუსის გადასვლის ერთ-ერთი გზა გაყინული პროდუქტებია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები ჩინეთში, კერძოდ კი უხანში, საიდანაც კორონავირუსი გავრცელდა, რადენიმე დღეა მუშაობენ.  ექსპერტებმა „კოვიდ 19“-ის ადამიანიდან ადამიანზე გავრცელების შესაძლებლობა გამოავლინეს და განცხადებაც გააკეთეს.

კერძოდ, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის ერთ-ერთი გზა შუამავალი მასპინძელი სახეობების საშუალებით გადაცემაა. მეორე ვარიანტი კი გაყინული პროდუქციით ვაჭრობა.

”ვირუსის ცხოველიდან ადამიანის პოპულაციაში პირდაპირი გადასვლის ჰიპოთეზა ასევე არის შესაძლო გზა და მომავალი კვლევების ჩატარებისთვის რეკომენდაციას იძლევა… შესაძლებელია ვირუსის ადამიანში გადასვლის კიდევ ერთი ვარიანტი – ვირუსის ლაბორატორიიდან გაჟონვა, თუმცა ეს „უკიდურესად ნაკლებსავარაუდოა“ – აცხადებენ ჯგუფის წევრები.

ჩინეთში ჩასულმა სამუშაო ჯგუფმა მუშაობის შედეგები დღეს შეაჯამა და პირველი განცხადებაც გაავრცელა. შეგახსენებთ, რომ სამუშაო ჯგუფს ადგილზე პრობლემებიც შეუქმნეს და მუშაობის შესაძლებლობას არ აძლევდნენ.

მსგავსი თემები