ვაქცინაციის სურვილი მოსახლეობის მხოლოდ 40-47%-ს აქვს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განმარტებით, კოვიდ ვაქცინაციაზე თანხმობას მოსახლეობის მხოლოდ 40%-47%-მდე გამოთქვამს. გაბუნიას შეფასებით, ვაქცინის მიმართ უნდობლობა ყველა ქვეყანაში არსებობს და საქართველო გამონაკლისი არაა.  

„ვაქცინის მიმართ უნდობლობა არის ერთ-ერთი პირველი პრობლემა, რომელსაც დღეს ყველა ქვეყანა აწყდება. დაახლოებით 40-47%-მდე მერყეობს მოსახლეობის მაჩვენებელი, რომელსაც იმედი აქვს იმის, რომ ვაქცინა იქნება გამოსავალი და მზად არის გაიკეთოს. 40% არ არის ის მაჩვენებელი, რაც სასურველია, თუმცა ჩვენ პირველ სეგმენტში ვმუშაობთ ჯერ ჯანდაცვის სფეროს მუშაკებთან. იქაც არ არის ეს მაჩვენებელი 100%-მდე, თუმცა ჩვენ დავიწყებთ ვაქცინაციის პროცესს და ამის პარალელურად საინფორმაციო კამპანია იქნება მეტად უფრო აქტიური“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მსგავსი თემები