თუ ავტობუსებში გადატვირთულობა გაგრძელდება, მერია დამატებით ზომებს მიიღებს

პიკის საათებში ავტობუსების გადატვირთულობასთან დაკავშირებით თბილისის მერმა კახა კალაძემ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ  თუ ასე გაგრძელდა, დამატებით ზომებზე იფიქრებენ.

“რამდენიმე ლოკაციაზე, განსაკუთრებით პიკის საათებში იყო გადატვირთულობა, თუმცა ჩვენ ყველას გვახსოვს, რომ ეს ჩვეულებრივი ცხოვრების დროსაც, პანდემიამდეც გარკვეულ პრობლემას წარმოადგენდა, “სადგურის მოედანი” მაქვს მხედველობაში, სადაც ორი მეტროს სადგური უერთდება ერთმანეთს, ხდება ადამიანების გადასვლა-გადმოსვლა. ეს წარმოადგენდა პრობლემას იმ თვალსაზრისით, რომ ბევრი ადამიანი გადაადგილდებოდა. ასევე პიკის საათებში ავტობუსებშიც შეიმჩნეოდა ხალხმრავლობა… იყო საცობები, რაც თავისთავად აფერხებდა ავტობუსის გადაადგილებას და დროულად მისვლას გაჩერებაზე, რაც იწვევდა იმას, რომ გაჩერებებზე ხდებოდა ბევრი ადამიანის თავმოყრა. ვაკვირდებით თუ როგორ წავა ეს პროცესები და შეიძლება, დამატებითი გადაწყვეტილებების მიღება მოგვიწიოს”, – განაცხადა თბილისის მერმა.

მსგავსი თემები