ბავშვებისა და მოზარდებისთვის „კოვიდვაქცინა“ დაშვებული არ არის

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბავშვებისა და მოზარდების „კოვიდ ვირუსზე“ აცრა ამ ეტაპისთვის არ განიხილება.

როგორც გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, ყველ ვაქცინა რეკომენდირებულია 18 წლის ზევით ადამიანებისთვის.

„ყველა ვაქცინა, რომელიც დღეს გამოიყენება მსოფლიოში, 18 წლიდანაა რეკომენდირებული. მაგრამ, ახლა, კლინიკური კვლევები მიმდინარეობს 12 წლიდან ზოგიერთი ვაქცინის გამოყენებასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით, არცერთი ვაქცინა არ არის დაშვებული მოზარდებსა და ბავშვებში“, – განმარტა მან.

მსგავსი თემები