„არანორმალურია, პატრიარქს მიუთითო გადადგეს“ – მეუფე ნიკოლოზი

წმინდა სინოდის წევრი, ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი სინოდის სხდომაზე პატრიარქის საკითხის დაყენებას გამორიცხავს და ამბობს, რომ ამას ვერც ვერავინ გაბედავს.

„ვინც იძახის იძახის, თავის თავზე იძახის. 25 წელია ეპისკოპოსი ვარ და წინასწარ არასდროს გვცოდნია, სინოდის სხდომაზე რა საკითხები განიხილება. პატრიარქი ძალიან ბრძენია და ვერავინ მოახდენს მასზე გავლენას და მადლობა ღმერთს, რომ ეს ასეა. გვქონია შემთხვევები, როცა სინოდის ერთმა წევრმა გაბედა და მიიღო კიდეც, როცა პატრიარქს გადადგომაზე მიუთითა. ეს არანორმალური საქციელია, როცა პატრიარქს ეტყვი რომ გადადგეს“ – განაცხადა მეუფემ.

შეგახსენებთ, რომ 11 თებერვალს წმინდა სინოდი შეიკრიბება. რა საკითხებს განიხილავს სინოდის სხდომა, წინასწარ უცნობია.

მსგავსი თემები