„არანაირი პრობლემა არ არის, ველოდებით იურიდიული განყოფილების გადაწყვეტილებას“ – ირაკლი აბუსერიძე

  •  

პარლამენტის ყოფილი წევრი, რაგბისტი ირაკლი აბუსერიძე პრეზიდენტად რეგისტრაციზე უარის თქმას ეხმიანება და ამბობს, რომ რეესტრის განცხადება მნიშვნელოვანი არ არის.  

“ჩვენ გვქონდა 30 – დღიანი ვადა, რომ ხარვეზი გამოგვესწორებინა, ეს ხარვეზი გავასაჩივრეთ საჯარო რეესტრში და განიხილა იურიდიულმა სამსახურმა. ჩვენთვის ის არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ეს იყო სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მოწერილი ხელახალი პასუხი. ჩვენთვის რეესტრის ეს განცხადება მნიშვნელოვანი არ არის, ჩვენ ველოდებით ჩვენს საჩივარზე იურიდიული დეპარტმენტის გადაწყვეტილებას.

ხარვეზი არასწორად იყო დადგენილი, სამართლებრივად ჩვენ მყარი საფუძვლები გვაქვს და არანაირი პრობლემა არ არის, უბრალოდ ველოდებით საჯარო რეესტრის იურიდიული განყოფილების გადაწყვეტილებას, სადაც გვქონდა ზეპირი მოსმენა და ჩვენმა იურისტმა საჭირო დოკუმენტაციით და არგუმენტებით განმარტა ყველაფერი“, – განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ირაკლი აბუსერიძე რაგბის კავშირის პრეზიდენტად ისევ არ დაარეგისტრირა.

მსგავსი თემები