„ჟვანია ულუ და ჟვანია ნარინი ვერ გვეყოლება“ – ალეკო ელისაშვილი

საქართველოს პარლამენტმა 2021 წლის მაისამდე ახალი საარჩევნო  კანონმდებლობა უნდა დაამტკიცოს. ცვლილებები ცესკოს თავმჯდომარის წესსაც ცვლის. როგორც პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გარანტია მისა, რომ თამარ ჟვანია ცესკოს თავმჯდომარე ვერ იქნება, არსებობს.   

„საარჩევნო ცვლილებების მიღების შემდეგ, თამარ ჟვანია ავტომატურად წავა.  ახალი კანონით ცესკოს თავმჯდომარე ახლებურად უნდა აირჩეს და ჟვანია სავარძელში როგორ ჩაფრინდება? მიღებული იქნება ახალი კანონი, რომელიც ცესკოს თავმჯდომარის ახალი წესით არჩევას განსაზღვრავს. ბუნებრივია, ჟვანია ულუ და ჟვანია ნარინი ვერ გვეყოლება,  უნდა იყოს ცესკოს ახალი თავმჯდომარე”, – განუცხადა ელისაშვილმა ჟურნალისტებს.

მისვე თქმით, ეს არის ერთ-ერთი მიღწევა, რომელიც მათ მმართველ გუნდს გამოგლიჯეს.

მსგავსი თემები