“მაგნიტუდა 5 თბილისისთვის შეიძლება დამღუპველიც კი იყოს” – სეისმოლოგი თეა გოდოლაძე “მედიაცენტრ მთავარში” 

„მიწისძვრა თქვენ არ გკლავთ, თქვენ გკლავთ თქვენივე აშენებული შენობები“ – აცხადებს თეა გოდოლაძე „მედიაცენტრ მთავარში.“ „დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა და სეისმოლოგმა მშენებლობის კუთხით ქალაქში არსებულ ქაოსსა და მიწისძვრის საფრთხეზე „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ქალაქისთვის, მაგნიტუდა 5-იც დამღუპველი შეიძლება იყოს.  

„მიწისძვრა თქვენ არ გკლავთ, თქვენ გკლავთ თქვენივე აშენებული შენობები. სამწუხაროდ, დღევანდელი ინფრასტრუქტურული პროექტებიდან გამომდინარე, რაც ამ ქალაქში ხორციელდება, არის ყოვლად დაუშვებელი იმ საფრთხიდან გამომდინარე, რა საფრთხეც ამ ქალაქს მიწისძვრის კუთხით გააჩნია. მაგნიტუდა 5 შეიძლება იყოს დამღუპველიც კი. პირდაპირ ვიტყვი, უკვე მოსარიდებელიც კი არაფერია, ამდენი უცოდინარობა კარგს არაფერს  მოგვიტანს, განსაკუთრებით კი მშენებლების მხრიდან“ – განაცხადა გოდოლაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.  

მან ერთ-ერთი კონკრეტული მაგალითიც კი დაასახელა, სადაც კომპანია მშენებლობას საშიში ზონაში ახორციელებს.

„ეს ხალხი არის არაპროფესიონალი და ამ სფეროში შემთხვევით მოხვედრილი. მათ მიერ განხორციელებული პროექტები დამღუპველია ამ ქალაქისთვის. მაგალითად, კომპანია „ა კვადრატი“, აშენებს კორპუსს  მოძრავ გრუნტზე, ქმნის მეწყერსაშიშ მდგომარეობას  და  ვერაფერს მივაღწიე, სასამართლოშიც კი შევიტანეთ საჩივარი. ეს არის მასიური შემთხვევები და არა ერთეული მაგალითები. რაც ახლა ხდება სამშენებლო ბიზნესში, არის სრული ვაკხანალია და  წარმოუდგენელი არაპროფესიონალიზმი, საერთოდ არაფერს ითვალისწინებენ“ – განაცხადა თეა გოდოლაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.          

მსგავსი თემები