„კოვიდ 19“-თ 11 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 269 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 602 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 246 შემთხვევა, აჭარა – 30, იმერეთი – 101, ქვემო ქართლი – 16, შიდა ქართლი – 21, გურია – 30, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 77, კახეთი – 54, მცხეთა-მთიანეთი – 10, სამცხე-ჯავახეთი – 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7.

მსგავსი თემები