„ახლა ამ ფურთხით აშენებულ კორპუსებს შეხედეთ და დაფიქრდით მაგნიტუდა 5 რომ მოხდეს“ – მიწისძვრა თბლისში

საქართველოს საზღვრიდან 81 კილომეტრში 5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი სომხეთი იყო, სევანის ტბასთან.

როგორც “დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის” ხელმძღვანელი თეა გოდოლაძე აცხადებს, თბილისს მაგნიტუდა 5-იანის პოტენციალი აქვს.

„ახლა მომისმინეთ ერო!!! ეს არის მაგნიტუდა 5-ის რიგი, თან ლამის 200 კილომეტრში იყავით ეპიცენტრიდან! 200 კილომეტრში მაგნიტუდა 7-იანიც (ძაან ბევრად მეტია 7-იანი 5-იანზე) ცხრება და ისეთი საშიში არ არის. ხვდებით? ჰოდა!! ამ თქვენს საყვარელ თბილისს მაგნიტუდა 5-იანის პოტენციალი აქვს და მეტისაც კიდევ! მაგნიტუდა 4.5 იყო 2002 წლის მიწისძვრა. ახლა ამ ფურთხით აშენებულ კორპუსებს შეხედეთ და დაფიქრდით: მაგნიტუდა 5 რომ მოხდეს ეპიცენტრით თბილისში, ჩემი ტელეფონის აფეთქების თავი გექნებათ? შეიძლება მეც ნანგრევებში მოვყვე ამ ჩემს კორპუსში, ისეთი დამართეს ამ უტვინო დეველოპერებმა ბაგებს!!“ – აცხადებს თეა გოდოლაძე.

მსგავსი თემები