“რუსეთსა და ევროკავშირს შორის ნორმალური ურთიერთობების არარსებობა სარგებელს არავის მოუტანს” – სერგეი ლავროვი

რუსეთსა და ევროკავშირს შორის ნორმალური ურთიერთობების არარსებობა სარგებელს არავის მოუტანს, – რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ჩვენ მზად ვართ, ვუპასუხოთ ნებისმიერ კითხვას, რომლის დასმასაც აპირებთ დღევანდელ მოლაპარაკებებზე. ჩვენ შევეცდებით არ გაგიცრუოთ იმედი ”, – დასძინა მინისტრმა.

ცნობისათვის, ჟოზეფ ბორელსა და სერგეი ლავროვს შორის შეხვედრა ცოტა ხნის წინ დაიწყო. ლავროვთან შეხვედრამდე ბორელი, რომელიც მოსკოვში დღეს ჩავიდა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.

მსგავსი თემები