„დაუმორჩილებლობის აქცია” შაბათს აღარ იქნება“ – „რესტორატორთა ასოციაცია“

“ჩვენი გადაწყვეტილების შესახებ დღეს პირველად „მედიაცენტრ მთავარში“ გავაჟღერებთ, ჩვენ 15 – მდე ვიმუშავებთ, არ იქნება შეღავათი, ეს აქცია განახლდება,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ “რესტორატორთა ასოციაციის” თავმჯდომარემ, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა.

ბურჯანაძე ამბობს, რომ მათი გადაწყვეტილება ხელისუფლების მხრიდან გარკვეულმა კომპრომისმა გამოიწვია, თუმცა ბიზნესი არ გამორიცხავ, რომ აქციამ რამდნიმე დღით გადაიწიოს:

„ჩვენ დაანონსებული გვქონდა, რესტორნებს შაბათს „დაუმორჩილებლობის აქტი“, – როგორც მონათლა მედიამ. დღევანდელი გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ არის ის, რომ შაბათს ეს აქცია არ ჩატარდება და იქამდე მიტანის სერვისით გააგრძელებს რესტორნები ფუნქციონირებას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება რაიმე დადებითი იმპულსის მომტანი იყოს, გარე სივრცეების გახსნა რესტორნებისთვის ამ ამინდებში არაფერი ბენეფიტის მომტანი არ არის, თუმცა ვაფასებ ტრანსპორტის აღდგენის გადაწყვეტილებას, ის თუ 15 თებერვლის შემდეგ კოვიდ ვითარება რეალობაში ასეთ ციფრებში ვიქნებით და ხელისუფლება არ განიხილავს რესტორნების ნორმალური ფუნქციონირების გადაწყვეტილებას ის, რაც შაბათისთვის დააანოსდა გადაინაცვლებს სხვა შაბათს,“ – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები