შსს „მთავარ არხზე“ გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო „მთავარ არხზე“ გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყება ეხმაურება „მთავარ არხზე“ გასულ სიუჟეტს, სადაც, შსს-ს ცნობით, ითქვა, რომ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის დისკრედიტაციის მიზნით შექმნილი გვერდის ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილეა.

„მთავარი არხის“ ჟურნალისტმა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორს, ნინო გიორგობიანს ჰკითხა, იყო თუ არა მათ მიერ ოპოზიციური პარტიის მადისკრედიტირებელი გვერდების ავტორად დასახელებული პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი. ნინო გიორგობიანმა ჟურნალისტს უპასუხა, რომ გადაამოწმებდა აღნიშნულ ინფორმაციას და დაზუსტებულ პასუხს მიაწვდიდა. მოგვიანებით, სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის წარმომადგენელი დაუკავშირდა მთავარი არხის საინფორმაციო გამოშვების პროდიუსერს და განუმარტა, რომ მათ მიერ დასახელებული პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი არ არის. ამის მიუხედავად, სიუჟეტში მაინც ამტკიცებდნენ, რომ მადისკრედიტირებელი გვერდის ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანია. ასევე ითქვა, რომ ციტატა მათივე სიუჟეტიდან „უწყების მაღალჩინოსნებისგან ვერაფერი გაიგეს“,- აღნიშნავენ უწყებაში.

ასევე, შსს-ს ცნობით, სიუჟეტში არ გაჟღერებულა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მიერ საინფორმაციო გამოშვების პროდიუსერისთვის მიწოდებული ინფორმაცია, რომ მათ მიერ დასახელებული პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი არ არის.

მსგავსი თემები