21:00 საათიდან 05:00 საათამდე მოქალაქეების გადაადგილების შეზღუდვა ძალაში რჩება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე მოქალაქეების გადაადგილების შეზღუდვა, რეგულაციების შემსუბუქების პარალელურად, ძალაში რჩება.

როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ძალაში რჩება ასევე შეზღუდვა შაბათ-კვირას, აღდგენილი სერვისების მუშაობის შეწყვეტასთან დაკავშირებითაც.

“8 თებერვლიდან უკვე ქვეყნის მასშტაბით, თბილისში, ქუთაისსა და რუსთავშიც იწყებს მუნიციპალური ტრანსპროტი სრულად ფუნქციონირებას, თუმცა, შაბათ-კვირის გარდა. შეგახსენებთ, რომ ძალაში რჩება როგორც გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, ასევე შაბათ -კვირას არ იმუშავებს მუნიციპალური ტრანსპორტი. გარდა ამისა, 8 თებერვლიდან ღია და დახურული ტიპის ბაზრობების იხსნება. 15 თებერვლიდან კი სამ დიდ ქალაქშიც იქნება სწავლა საკლასო ოთახებში შესაძლებელი. ამდენად, სასკოლო პროცესი მთლიანად იქნება აღდგენილი. თუმცა ასევე მშობლებსა და ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა აირჩიონ ონლაინ-სწავლებაც”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

მსგავსი თემები