“ქართული ოცნება” იწყებს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო საარჩევნო რეფორმას – შალვა პაპუაშვილი

საარჩევნო რეფორმაზე პარლამენტში სპეციალური ჯგუფი იმუშავებს. მიზანი იმ საკანონდებლო ცვლილებების დაინიცირებაა, რომელზეც პარტია “მოქალაქეები” და “ქართული ოცნება” შეთანხმდა.

“იქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც მასშტაბურ საარჩევნო რეფორმას მოამზადებს, ამ ნაბიჯით “ქართული ოცნება”, როგორც პასუხისმგებლიანი, ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალა, იწყებს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო საარჩევნო რეფორმას დამოუკიდებლად იმისა, საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი აღასრულებს მის მანდატს თუ არა,” – განაცხადა “ქართული ოცნების” წევრმა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები