“გთხოვთ, ნუ აწევთ ჭიქას და სადღეგრძელოს ნუ იტყვით, გაუმარჯოს საქართველოსო!” – გიორგი ფხაკაძე

ისინი, ვისაც სამედიცინო პირბადე არ გიკეთიათ, გთხოვთ, ნუ აწევთ ჭიქას და სადღეგრძელოს ნუ იტყვით გაუმარჯოს საქართველოსო. ეს სადღეგრძელო არის მაშინ, როცა გიკეთიათ სამედიცინო პირბადე, – ამის შესახებ ექიმი გიორგი ფხაკაძე Facebook-ლაივის მეშვეობით საუბრობს.

„ინდოეთში, სადაც არაერთი კონტაქტი მაქვს, მინისტრებს ვიცნობ და ა.შ, 95%-მდე ავიდა პირბადეების გამოყენება. ინდოეთში, რომელიც საერთოდ უკანონო ქვეყანაა, არ იცით ხალხი როგორ ატარებს მანქანას. არეულ ქვეყანაში აიწია 95%-მდე პირბადის გამოყენებამ და ინფექციის გავრცელებამ დაიწია. ჩვენ რა გვჭირს?!

სადღეგრძელოს აწევა ხომ გვიყვარს, პირბადის გაკეთება არ გვიყვარს თურმე. როცა საქართველოს სიყვარულზე საუბრობ, არ უნდა ილაპარაკო, უნდა გააკეთო.

საქართველოში პატრიოტიზმის გამოხატულება არ არის „დავით გარეჯი ჩვენია“, რა თქმა უნდა ჩვენია, ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ ასევე ისიცაა, როცა სამედიცინო პირბადე გიკეთიათ. ვისაც პირბადე არ გიკეთიათ, პატრიოტები არ ხართ. ნუ გამოდიხართ დემონსტრაციებზე, რომ საქართველო გიყვართ, გიყვართ მაშინ, როცა თქვენ და თქვენს შვილს სამედიცინო ნიღბები გიკეთიათ“, – განაცხადა ფხაკაძემ.

მსგავსი თემები