“გიგაური ილიჩოვას პირდაპირი კურატორი იყო და კაპიტნობაც ამაში მიიღო” – დიმიტრი ლორთქიფანიძე პროკურატურაში დაიბარეს

პარლამენტის ყოფილი წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე ხვალ, დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში ჩვენებას მისცემს. როგოც ლორთქიფანიძემ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ის მოწმის სტატუსით დაიკითხება და პროკურატურას ყველა ინფორმაციას მიაწვდის, რასაც გარეჯის თემაზე ფლობს.

„ჩემი დაბარება ეხება იმ კონკრეტულ ინფორმაციას, რომელსაც დავით გარეჯის თემასთან დაკავშირებით ვფლობ. რომელი ერთი ჩამოგითვალოთ, ეს არის 2005 წლიდან დაწყებული ამბავი. კერძოდ, რა ხდებოდა მიწათმოწყობის ინსტიტუტში, რა კავშირშია ეკა გიგაურსა და ნატალია ილიჩივოს შორის, მთელი ანატომია იმ დანაშაულებრივი პროცესისა, რომელიც რომელიც 2005 დან დაიწყო. გიგაური იყო პირდაპირი კურატორი ილიჩოვასი და კაპიტნობაც ამაში მიიღო. დაბარებული ვარ მოწმის სტატუსით და ბუნებრივია, წლების მიხედვით ჩავშლი მიმდინარე პროცესებს“ – განუცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ „მედიაცენტრ მთავარს“.   

შეგახსენებთ, რომ  პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით ივერი მელაშვილი და  ნატალია ილიჩოვა დააკავა, რომლებიც 20 000-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ  სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. საქმეზე სასამართლო პროცესები და დამატებითი მოწმეების დაკითხვა  გრძელდება.

მსგავსი თემები