„რუსული ვაქცინის მიმართ ნდობა არ მაქვს“ – მაია ბუწაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“

ეპიდემიოლოგ მაია ბუწაშვილის განცხადებით, რუსული ვაქცინა სანდო და დამაჯერებელი არ არის, რადგანაც, არც რუსეთში ჩატარებული კვლევებია სანდო და დამაჯერებელი. აღნიშნულ თემაზე ეპიდემიოლოგმა „მედიაცენტრ მთავარში“  ისაუბრა.

“რუსეთში ჩატარებული კლინიკური კვლევების ნაკლებად მჯერა. ამ ქვეყანაში, ნამდვილი კლინიკური კვლევები, მედიკამენტების გამოცდა იმ წესების დაცვით, როგორც უნდა ტარდებოდეს, არ ტარდება. შესაბამისად, ნდობა ძალიან დაბალია. ამას ზეპირად არ ვამბობ, ვიცნობ მათ სისტემას. მე არ მაქვს ნდობა, რუსული ვაქცინის მიმართ.

იურიდიულ მხარეს თუ შევხედავთ, თუ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრეკვალიფიკაცია მიიღო რუსულმა ვაქცინამ, მაშინ ის ისეთივე კანდიდატი გახდება ქვეყანაში შემოტანის, როგორც ნებისმიერი სხვა”,- განაცხადა ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“

შეგახსენებთ, რომ “ლანცეტში” გამოქვეყნდა სტატია, სადაც საუბარია, რომ კლინიკური კვლევის მესამე ფაზაში რუსულმა ვაქცინამ 91.6% ეფექტურობა აჩვენა.

მსგავსი თემები