ჯანდაცვის მინისტრმა ინფექციური საავადმყოფოს ბაზა დაათვალიერა

ვაქცინაციის პროცესის დაწყებისთვის სამზადისი გრძელდება. დღეს ჯანდაცვის მინისტრმა პირადად დაათვალიერა ის ინფექციური საავადმყოფოს ბაზა, სადაც ქვეყანაში შემოტანილი ვაქცინა, შესაბამისი პირობების დაცვით შეინახება.

სულ პრეპარატის გადანაწილება იგეგმება სამი დიდი ქალაქის 10-მდე საავადმყოფოში.

“დღეს მე მოვინახულე ინფექციურ საავადმყოფოში იმ ცივი ჯაჭვის არსებობა, რომელიც აუცილებელია “ფაიზერის” ვაქცინის მისაღებად და ასევე ის სივრცეები, სადაც, უშუალოდ, პროცესი გაივლის. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული დეტალი იყოს გათვალისწინებული იმისათვის, რომ პროცესი იყოს ჩვენი მედიკოსებისთვის და ასევე, შემდგომში ჩვენი მოსახლეობისთვის.

ამ ეტაპისთვის, ასევე, დაწყებული არის რეგულირების სააგენტოს მხრიდან ყველა კლინიკის დეტალური შესწავლა,” – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

თენგის ცერცვაძის თქმით, ინფექციურ საავადმყოფოს აქვს 2 ულტრათანამედროვე მაცივარი, რომელიც იძლევა მინუს 80 გრადუსზე შენახვის შესაძლებლობას

მსგავსი თემები