“ქართულმა მარშმა” პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაბოქლომება სცადა – ინციდენტს პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა

ხმაური და დაპირისპირება იყო ათონელზე – “ქართულმა მარშმა” პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაბოქლომება სცადა. სამართალდამცველებმა ინციდენტის ადგილიდან ორი პირი განარიდეს​. მათშორის გიორგი გაბედავა. აქციის მონაწილეები იმ პროცესებს აპროტესტებენ, რომელიც დავით გარეჯის სადაო ტერიტორიებთან დაკავშირებით ვითარდება.

“მარშის” ლიდერების აზრით, პრობლემის მოგვარებას ის განცხადებებიც ართულებს, რომელიც პრეზიდენტმა სწორედ სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა. “ქართული მარში” პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვდა, რის შემდეგაც ჭიშკარზე ბოქლომის დადება სცადეს, სწორედ ამ ფაქტს მოჰყვა დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამდე “ქართული მარშის” ლიდერები იმყოფებოდნენ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსშიც.  

მსგავსი თემები