„მჯერა, რომ ტრანსპორტი შეიძლება სულ მუშაობდეს“ – მაია ბუწაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“

„რეგულაციებთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი მაქვს, მე ვფიქრობ, რომ დავჩაგრეთ ბავშვები და ახალგაზრდები,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“  ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა განაცხადა.

ბუწაშვილი თვლის, რომ ტრანსპორტის მუშაობა არ უნდა შეჩერებულიყო, იგი ასევე პარალელს ავლებს კურორტებსა და სასწავლო დაწესებულებებს შორის და მიაჩნია, რომ სასწავლო პროცესი დაუმსახურებლად დაზარალდა:

„სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები უნდა იყვნენ საერთო “ლოქდაუნის” ნაწილი და მანამდე არ იყო ამის აუცილებლობა, როცა ყველაფერი ღია იყო და კურორტებზე არანაირი შეზღუდვა არ იყო სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები დაკეტილი იყო და გავედით ასეთ ნიშნულზე.

 არ უნდა დაგვავიწყდეს ბავშვები და ისინი პერიოდულად დაბრუნდნენ დაწესებულებებში, ამ სექტორს არ ჰყავს , ლობი და განათლება პრიორიტეტად არ ჩანს, ძალიან დიდი წნეხი არ არის განათლების სამინისტროს მხრიდან, თუმცა არის მშობლების დიდი ნაწილი, რომლებსაც შიში აქვთ,“ – განაცხადა ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“

ინფექციონისტი რესტორატორთა პროტესტსაც გამოეხმაურა და მიაჩნია,რომ ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს მათი კრიზისული მდგომარეობა:

„ეპიდემიოლოგებმა უნდა დადონ რეკომენდაცია და გადაწყვეტილება მიიღოს მთავრობამ, დღეს მე ვფიქრობ, რომ ტრანსპორტი უნდა იყოს გახსნილი, მჯერა, რომ ტრანსპორტი შეიძლება სულ მუშაობდეს თუ გათვალისწინებული იქნება მკაცრად რეგულაციები, არ მოხდა არასოდეს ავტობუსის დამატება, სადაც იქნება კონტროლიორი და გააკონტროლებს ნაკადებს და პირბადეს, ასევე იყოს შენარჩუნებული სივრცე.

რაც შეეხება რესტორნებს, თვითნებურად ნაბიჯების გადადგმა ცუდია, იმიტომ, რომ ეს ნიშნავს იმას, რომ კონტროლის გარეშე გამოდიან, აღსრულების მექანიზმი ზედამხედველობის, სახელმწიფოს მხრიდან უნდა იყოს განხორციელებული, ახალი წლის დღეებში გამოჩნდა, რომ მოლების გახსნამ არანაირი აღმავლობა არ მოგვიტანა და როცა კონტროლის ქვეშაა ყველაფერი, მინიმალური გვაქვს რისკები, სახელმწიფომ უნდა დაუჯეროს მათ, რომ კატასტროფულ მდგომარეობაში არიან და თუ წესები იარ იქნება დაცული მართლა ცუდ დღეში აღმოვჩნდებით.“ – განაცხადა მაია ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები