“შემობრძანდნენ პარლამენტში, ნუ გაურბიან საპარლამენტო მუშაობას” – ნათია თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მმართველი გუნდი დიალოგისთვის ყოველთვის მზადაა და ოპოზიციის წარმომადგენლებს ყველა გზას უტოვებს, რათა მათ ამომრჩევლის დაკვეთა შეასრულონ.

როგორც თურნავამ „ქართულმა ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლებამ კარი ღია დატოვა, რათა ოპოზიციამ საპარლამენტო საქმიანობა განაგრძოოს.

„ჩვენმა სახელისუფლებო გუნდმა კარი დატოვა ღია, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ბოლოს და ბოლოს გადაწყვიტონ და უარი არ თქვან იმ დიდ მისიასა და შეკვეთაზე, რაც მათ ამომრჩეველმა მისცა. შემობრძანდნენ პარლამენტში და გააგრძელონ საპარლამენტო ცხოვრება. დიალოგისთვის ყოველთვის მზად ვიყავით და ყველა ჩვენი გადაწყვეტილებით ჩვენ კვლავაც ვუტოვებთ მათ გზას, რომ დაკვეთა, რომელიც მათ ამომრჩეველმა დააკისრა შეასრულონ პირნათლად. ნუ გაურბიან საპარლამენტო მუშაობას. ესაა ჩვენი მთავარი მოწოდება“,- განაცხადა თურნავამ.

მსგავსი თემები