“უსიამოვნების და გაკვირვების განცდა დამეუფლა” – კარლ ჰარცელი წულუკიანის მიერ გვარამიას ნომრის გამოცხადებაზე

ამ საკითხთან დაკავშირებით სიფრთხილეს გამოვიჩენ. თუმცა გეტყვით, რომ უსიამოვნების და გაკვირვების განცდა დამეუფლა, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რას ფიქრობდა თეა წულუკიანის მიერ პარლამენტის სხდომაზე ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომერის საჯაროდ გამოცხადების შესახებ.

„ყველამ ვიცით, რომ პირადი ინფორმაციის კონფიდენციალობის უფლება ფუნდამენტური საკითხია და არაეთიკურად ვთვლი, თუმცა ეს ჩემი განსასჯელი საკითხი არ არის. მე ვიცი, რომ საკითხს სახელმწიფო ინსპექტორი მონაცემთა დაცვის ვალდებულების თვალსაზრისით სწავლობს და ვნახავთ, რა იქნება მათი მოსაზრება“, – აღნიშნა ელჩმა.

მსგავსი თემები