„ფაიზერის“ ვაქცინა ლიდერად ითვლება და ეს თუ მოხერხდება კარგი იქნება“ – ინფექციონისტი „მედიაცენტრ მთავარში“

„შესაძლოა ბარიერები წარმოიშვას, ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ ინექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა განაცხადა.

ბუწაშვილი „ფაიზერს“ ლიდერად თვლის და აცხადებს, რომ მკვეთრი გვერდითი მოვლენები არ ახასიათებს:

„მყისიერი გვერდითი მოვლენები არის ცოტა და ამ მხრივ საშიშროება არ გვაქვს. „ფაიზერის“ ვაქცინა ლიდერად ითვლება და ეს თუ მოხერხდება კარგი იქნება“, შესაძლოა ბარიერები წარმოიშვას, ვიდრე ვაქცინა ქვეყანაში არ  იქნება, სწრაფად იცვლება ყველაფერი, თუმცა გაჟღერდა ინფორმაცია, რომ თებერვლის ბოლოსთვის ვაქცინა ჯანდაცვის მუშაკებში გაჩნდება, რისკის ჯგუფში მყოფი ადამიანები რაც შეიძლება სწრაფად უნდა აიცრან.“ – განაცხადა მაია ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები