„კოვიდგადატანილებმა უნდა გადაინაცვლონ ბოლო ადგილზე აცრის დროს“ – მაია ბუწაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“

„პირველ პრიორიტეტად გამოიყო ჯანდაცვის მუშაკები, მე მქონდა განსხვავებული აზრი, რომ კოვიდგადატანილები არ უნდა აიცრან პირველ რიგში,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა განაცხადა.

მედიკოსი თვლის, რომ კოვიდგადატანილ პაციენტებს გარკვეული იმუნიტეტი გააჩნიათ და მათ პრიორიტეტებში უნდა გადაინაცვლონ ბოლო ადგილზე:

„მათ გარკვეულ წილად დაცვა აქვთ და პრიორიტეტებში უნდა გადაინაცვლონ ბოლო ადგილზე, გასაგებია, რომ გადატანის შემდეგ მყარი იმუნიტეტი არ ყალიბდება, მაგრამ ეს ადამიანები მეტად დაცულები არიან სხვებთან შედარებით.

უხეში გათვლებით პირველი ეტაპის ვაქცინა ჯანდაცვის მუშაკების მხოლოდ ნაწილს ჰყოფნის, უნდა შედგეს ბაზა, ვისაც გადატანილი აქვთ და ეს ადამიანები ნაკლებ პრიორიტეტულთა სიაში უდნა მოხვდნენ, ჩვენი განსხვავბა სხვა ქვეყნებთან ისაა, რომ მათ ვაქცინის დეფიციტი არ აქვთ,“ – განაცხადა ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები