სომხეთის მთავრობამ აზერბაიჯანის წინააღმდეგ სარჩელი ევროპულ სასამართლოში შეიტანა

სომხეთის მთავრობამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აზერბაიჯანის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.

სომხეთის მთავრობა ოფიციალურ ბაქოს მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას ადამიანის უფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის დარღვევაში ადანაშაულებს. კერძოდ, სომხეთის მთავრობა ამტკიცებს, რომ აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღისა და სომხეთის მოსახლეობის რიგი უფლებები დაარღვია.

“საუბარია წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე, ხელშეუხებლობის უფლებასა და საკუთრების უფლებაზე”- ნათქვამია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სომხეთის წარმომადგენლობის განცხადებაში.

მსგავსი თემები