2 წლის ბავშვის ცემის საქმეზე ხაშურის რაიონულ სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს

2 წლის ბავშვის ცემის საქმეზე ხაშურის რაიონულ სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო არასრულწლოვნის მშობლების განქორწინების და ბავშვის ადგილსამყოფელის განსაზღვრის შესახებ იმსჯელებს.

მომხდარს მიუხედავად ხათუნა ობოლაძე განქორწინებაზე უარს ამბობს რადგან შიშობს, რომ ბავშვებს მამა თურქეთში წაიყვანს. 

შეგახსენებთ, ბავშვის ცემის ფაქტზე აღძრულა სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს მეორე სასამართლო პროცესიც, რომლის დასკვნითაც ხათუნა ობოლაძეს აღკვეთის ღონისძიებად 2 000 ლარიანი გირაო და შემაკავებელი ოქმი აქვს გამოწერილი. 

მსგავსი თემები