რამენიმე წუთის წინ, პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნა

პარლამენტის საგაზაფხულო სესია სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. სესიის პირველ პლენარულ სხდომას 92 დეპუტატი ესწრება. მათ შორის არიან “მოქალაქეები“ ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი.

დღევანდელი სხდომის მთავარი და ერთადერთი საკითხი სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე 51 ოპოზიციონერის მოთხოვნის განხილვა და კენჭისყრაზე დაყენებაა.

ცნობილია, რომ “ქართული ოცნება“ მათი ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებს და საკითხის მხარდაჭერას არ აპირებს.

მსგავსი თემები