“არ ვაპირებ პარლამენტში გაბღენძილმა ვიარო” – ალეკო ელისაშვილი

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტში ხალხისთვის აპირებს მუშაობას. ელისაშვილის თქმით, ის საარჩევნო რეფორმისთვის ბრძოლას განაგრძობს.

“ჯერჯერობით დროებითი საშვები გვაქვს. მე აქ მოვედი იმ ძველი ტელეფონით, როგორც გამოვაცხადე. აქ არ მოვსულვარ იმისთვის, რომ გაბღენძილმა ვიარო პარლამენტში, მოვედი იმისთვის, რომ ხალხისთვის ვიმუშაო,”-აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

მსგავსი თემები