პრეზიდენტი პარლამენტს მიმართავს, ოპოზიციას მანდატები არ შეუწყვიტოს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სპეციალური განცხადება გააკეთა, სადაც პარლამენტს მოუწოდა, ოპოზიციონერ დეპუტატებს საკანონმდებლო უფლებამოსილება არ შეუწყვიტოს.

“მინდა, დღეს ორივე მხარეს მოვუწოდო გონივრული გადაწყვეტილებისკენ, რომელიც ქვეყნის სასიკეთოდ გადადგმული ნაბიჯი იქნება და არა ვიწრო ინტერესებზე გათვლილი. ოპოზიციას, რათა დაფიქრდეს და მათი მანდატით მიცემული დავალება შეასრულოს. უმრავლესობას, რათა არ მიეცეს ერთპარტიული მართვის ცდუნებას, არ მიიღოს მანდატების შეწყვეტის ნაადრევი გადაწყვეტილება და მისცეს დრო ოპოზიციას სწორი გადაწყვეტილების მისაღებად”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხი საკანონმდებლო ორგანომ ხვალ, საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე უნდა განიხილოს.  

მსგავსი თემები