“ვფიქრობ, ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში შესვლისკენ მოწოდებებს გაითვალისწინებს, ნაწილი კი ქუჩის ტრიბუნის ამარა დარჩება” – დავით სერგეენკო

პარლამენტის ვიცე-სპიკერის დავით სერგეენკოს განცხადებით, არჩევნების შემდეგ პერიოდში საქართველოს მეგობარი ქვეყნები ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებდნენ. ამასთან, როგორც სერგეენკო აღნიშნავს, ამავეს მოუწოდებდა ოპოზიციას ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუციებიც, როგორებიცაა – ევროპარლამენტი და ევროსაბჭო.  სერგეენკო იმედოვნებს, რომ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ამ მოწოდებებს გაითვალისწინებს.

„არჩევნების შემდგომ პერიოდში, საქართველოს მეგობარი არც ერთი ქვეყანა არ დარჩენილა, რომელსაც იმის მნიშვნელობა არ დაეფიქსირებინა, რომ ოპოზიცია სწორედ პარლამენტში უნდა შემოვიდეს. არ დარჩენილა ასევე არც ერთი ინსტიტუცია, ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუციები, როგორიცაა ევროპარლამენტი და ევროსაბჭო, რომელთაც ცალსახა მოწოდება არ გაეკეთებინათ. ალბათ, ნაწილი ამ მოწოდებებს ყურად იღებს და პარლამენტში შემოვა, ნაწილი ქუჩის ტრიბუნისამარა დარჩება, რასთან მიმართებითაც მოსახლეობის ნდობა უფრო და უფრო კლებადია“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

მსგავსი თემები