Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 12 700 ტესტი ჩატარდა, შედეგად, 479 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 491 პირი.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 258 111-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 491 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 249 028-მდე.