როგორ მძიმდება კორონავირუსი და როგორია დაავადების გართულების სიმპტომები?!

„COVID-19 ხშირად იწყება მსუბუქად, მაგრამ ახასიათებს სწრაფი დამძიმება (გასნაკუთრებით მე-6-12 დღეებზე). ცალკე პრობლემაა თრომბოემბოლიური გართულებები, რომელიც შეიძლება განვითარდეს დაავადების ნებისმიერ ვადაზე“- აცხადებს იფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე და მოსახლეობას რჩევებს აძლევს.   

„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პაციენტმა დაავადების დამძიმების პირველივე ნიშნებისთანავე ან მძიმე თანხმლები დაავადებების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართოს სასწრაფოს/ოჯახის ექიმს/COVID კლინიკას“ – ამბობს ინფექციონისტი და იმ ძირითად ნიშნებზე საუბრობ, რასაც ყველამ ყურადღება უნდა მიაქციოს.   

დაავადების დამძიმების ნიშნებია:

· გამოხატული სუნთქვის უკმარისობა;

· ტკივილი გულმკერდის არეში, რომლის ინტენსივობაც არ იცვლება მოძრაობისას;

· ტაქიკარდია>100;

· მაღალი ტემპერატურა, რომელიც არ ექვემდებარება სიცხის დამწევ საშუალებებს;

· გონების დაბინდვა, აგზნება, მოუსვენრობა;

· მკვეთრად გამოხატული ზოგადი სისუსტე და დაღლილობა;

· ადექვატური რაოდენობით სითხის და საკვების მიღების შეუძლებლობა;

· ხშირი დიარეა და/ან ღებინება;

· ქვემო კიდურების ასიმეტრიული შეშუპება.

მსგავსი თემები