„შემოვარდა „სუს“ –  ის მანქანა და აქციის მონაწილეს ეჯახებოდა” – ინციდენტი აქციაზე

რამდენიმე წუთის წინ ინციდენტი მოხდა ქუთაისში, იმ ადგილას, სადაც საპროტესტო კარავია გაშლილი.

როგორც აქციის მონაწილე „მედიაცენტრ მთავრთან“ ამბობს, მსუბუქი ავტომანქანა მაღალი სისწრაფით კარვის მიმართულებით დაიძრა და მიზანმიმართულად ეჯახებოდა ერთ – ერთ მონაწილეს.

„ვიდექით აქ, უცებ დიდი სისწრაფით მომავალი „სუს“ – ის ავტომანქანა წამოვიდა ჩვენი მიმართულებით, გეზი პირდაპირ ერთი გოგონასკენ ჰქონდა აღებული, ხელი რო არ გვეკრა დაეჯახებოდა, ამის შემდეგ დავედევნეთ და პოლიციამაც საპირისპირო მხრიდან გზა გადაუჭრა და როგორც ვიცი დააკავა, ხელისუფლებას, როგორც ჩანს დისკომფორტს უქმნის პროტესტის ეს მშვიდობიან ფორმა, ვეცდებით უფრო რადიკალურები ვიყოთ,“ – განაცხადა ქუთაისის „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი გვალიამ „მედიაცენტრ მთავართან.“

ცნობისთვის ქუთაისში მეოთხე დღეა მშვიდობიანი აქცია მიმდინარეობს, მოთხოვნით „ვადამდელი არჩევნები“ – აქციას შეუერთდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის და საზოგადოების წარმომადგენლებიც.

მსგავსი თემები