ევროკავშირი ვაქცინების ექსპორტზე კონტროლს აწესებს

საფრანგეთი ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის საზღვრებს კეტავს. ქვეყანაში შესვლის წესები ევროკავშირისთვისაც მკაცრდება. გაერთიანების ნებისმიერი ქვეყნიდან საფრანგეთში შესვლისას მოქალაქემ COVID ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა წარადგინოს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ტრანსპორტსა და სატრანზიტო ჰაბებში პირბადის გამოყენება სავალდებულო ხდება. შეზღუდვების შემსუბუქებიდან ერთ კვირაში მაღაზიების ხელახლა დახურვა იგეგმება საბერძნეთში, სადაც სკოლების გახსნა ისევ გადაიდო.

სასწავლო პროცესი საბერძნეთში ისევ დისტანციურ რეჟიმში წარიმართება.

ევროკავშირი ვაქცინების ექსპორტზე კონტროლს აწესებს. შეზღუდვა მსოფლიოს 100-მდე ქვეყანას, მათ შორის გაერთიანებულ სამეფოს, შეერთებულ შტატებს, კანადასა და ავსტრალიას შეეხება. ევროპულმა გაერთიანებამ საგანგებო ზომები მას შემდეგ მიიღო, რაც ბრიტანულ-შვედურმა კომპანია “ასტრაზენეკამ” განაცხადა, რომ შესაძლოა, მათი ვაქცინის ევროკავშირისთვის დროულად მიწოდება ვერ მოხერხდეს. ახალი რეგულაცია ძალაში მარტის ბოლომდე დარჩება.

მსგავსი თემები