კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 253 თბილისში, 139 იმერეთში, 72 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 253 თბილისში, 139 იმერეთში, 72 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 989 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 126 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 863 PCR ტესტით.

„ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 676 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 257 632-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 441 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 248 537-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 159 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 676 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 253 შემთხვევა, აჭარა – 44, იმერეთი – 139, ქვემო ქართლი – 29, შიდა ქართლი – 41, გურია – 14, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 72, კახეთი – 47, მცხეთა-მთიანეთი – 14, სამცხე-ჯავახეთი -20, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 910, საიდანაც: 2 694 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 338, აჭარაში – 192, იმერეთში – 513. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 589 პირი, მათ შორის, თბილისში – 263, აჭარაში – 45, იმერეთში – 148. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 175 პირი, მათგან თბილისში – 135, აჭარაში- 2, იმერეთში – 13. 311 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 184 – თბილისში, 94 – აჭარაში, 12 – იმერეთში. 2 905 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 530 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 224, ხოლო აჭარაში – 110

სულ 6 ოქტომბრიდან – 29 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 22 179 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17 105 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 10 423 პირი, აჭარაში – 815, იმერეთში – 1 507“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მსგავსი თემები