საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 11 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 11 პაციენტი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა  3 159-ს შეადგენს.

დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 676 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 441 პაციენტი.

შეგახსენებთ, გუშინ, 29 იანვარს საქართველოში კორონავირუსი 669 პირს დაუდასტურდა, 637 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 21 კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები