საქართველოში კორონავირუსის 676 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 441 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 676 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 441 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 11 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 19 989 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით –  13 126, პისიარტესტით – 6 863.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 257 632   შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 248 537 გამოჯანმრთელდა, 3 159 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 530, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 2 694 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 311 პირი.

ამასთან, 29 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 669 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 637 პაციენტი.

მსგავსი თემები