„5 – ზე ვარკეთილის მეტროსთან გელოდებით თქვე „ახვრებო“ .. მაინც ამოგთხით“ – ქუჩურ გარჩევებში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ადანაშაულებენ

რამდენიმე თვეა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება გრძელდება. „მედიცენტრ მთავარს“  სამოქალაქაო აქტივისტები დაუკავშირდნენ, ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დავით ნებიერიძეს, ბულინგს, შანტაჟსა და მუქარაში ადანაშაულებენ.

ფეისბუქზე მრავალათასიანი ჯგუფის „სახალხო ეროვნული მოძრაობა“ -ს ადმინისტრატორი ბადრი ნატროშვილი ამბობს, რომ დავით ნებიერიძე სოციალურ ქსელში მათი ჯგუფის გამოყენებას და საკუთარი თავის გაპიარებას ითხოვდა, როგორც ნატროშვილი ამბობს უარის მიღების შემდეგ ნებიერიძე ღია მუქარაზე გადავიდა.

„მედიაცენტრ მთავარს“ ბადრი ნატროშვილმა ე.წ  „სქრინები“ წარუდგინა, სადაც მათი და დავით ნებიერიძის დაპირისპირებაა ასახული. საჯარო მიმოწერაში ნებიერიძე,  ბადრი ნატროშვილს და  ერთ- ერთ აქტივისტ ქალბატონს, ნინო ხარაიშვილს ვარკეთილის მეტროსთან „საქმის გასარჩევად“ იბარებს. ჩვენ უცვლელად გთავაზობთ მიმოწერის შინაარსს:

დავით ნებიერიძე ბადრი ნატროშვილს: – დედას მოგი**ნავ, სადაც მოგწვდები შე პროვოკატორო, მოდი ერთი ხვალ შემხვდი, ვირთხასავით, რომ იმალები, იმ ხარაიშვილ ბოზ**დარასაც უთხარი და მოდით, ვარკეთილამდე შორია და ხუთზე ვიქნები, ხუთზე იქ დამხვდი, თორემ მაინც ამოგთხრი,“ – წერს ნებიერიძე ნატროშვილს.

ანალოგიური ლექსიკონით მიმართავს პარტიის სახელით მოსაუბრე დავით ნებიერიძე აქტივისტ ქალბატონს, მას „სუს“ – ის აგენტად მოიხსენიებს და ვარკეთილის მეტროსთან მასაც ელოდება:

დავით ნებიერიძე : – “ხარაიშვილო, შენ რომ სუს- ის აგენტი გიწოდო ეს პატივია, შენი დაბალი ინტელექტის მქონე ადამიანისთვის, გელოდები შე, ნაბო*არო,“ – მიმართავს ნებიერიძე ნინო ხარაიშვილს.

როგორც ბადრი ნატროშვილი ამბობს ნებიერიძესთან დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, როცა მან სოციალურ ქსელში აქტივისტებისგან „ენმ“ – გარკვეული ლიდერების და თავის პიარი მოითხოვა, უარის მიღების შემდეგ კი, როგორც ის განმარტავს გადავიდა მუქარაზე და ბულინგზე:

„ითხოვდა გვეწარმოებინა იმ ლიდერების პიარი, რომელიც მას სურდა, მათ შორის იყო გრიგოლ ვაშაძეც, რამდენიმე თვე უკვე მისგან მუქარა გრძელდება, გვთხოვს შეხვედრას ქუჩაში და „საქმის გარჩევას,“  – ამბობს ბადრი ნატროშვილი.

მუქარაში ადანაშაულებს ნებიერიძეს ნინო ხარაიშვილის და სასამართლოში ჩივილს აპირებს:

„მომმართავს შეურაცხმყოფელი სიტყვებით, მიწოდებს „სუს“ – ის აგენტს და თავის რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად სოციალურ ქსელში ეწევა ჩემს დიკრედიტაციას, მე მას პასუხს სასამართლოში მოვთხოვ ყველა იმ ბრალდებაზე, რაც ჩემი მისამართით გააჟღერა,“ – ამბობს ნინო ხარაიშვილი.

ბრალდებების ადრესატს „მედიაცენტრი მთავარი“ დაუკავშირდა. ნებიერიძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ნერვებმა უმტყუნა, რადგან ჯგუფი, რომელიც მას „ებრძვის“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურებისგან იმართება:

„ესენი არიან კარგად მობილიზებული პროვოკატორები, სააკაშვილის სახელით შექმნეს მრავალათასიანი ჯგუფი და ამით მიიზიდეს ხალხი, შემდეგ კი სახელიც გადაარქვეს. ამ მასას მართავს „სუს“ – ი, ვაღიარებ, რომ ნერვებმა მიმტყუნა და მათ გამოწვევებს ადეკვატურად ვუპასუხე, თუ რამე პრეტენზია აქვთ სასამართლოს მიმართონ, მე ვარ პარტიის წევრი, ესენი ვინ არიან არავინ იცის,“ – განაცხადა დავით ნებიერიძემ „მედიაცენტრ მთავართან.“

სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ ნებიერიძის საწინააღმდეგოდ სხვა უფრო სერიოზული ბრალდებბიც არსებობს, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველია, რაც შეეხბა ნინო ხარაიშვილს იგი „ენმ”-ს, – წევრს სასამართლოში უჩივლებს.

მსგავსი თემები