„მათ ისევ მოუწევთ დაბრუნება იმ დაწესებულებებში, რომლებიც გუშინ დატოვეს“ – პროკურორი მელაშვილ-ილიჩოვაზე

გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის, ამირან გულუაშვილის განცხადებით, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმის განხილვა არც კი დაწუებულა, მათ  10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ და გათავისუფლება საქმის დასრულებას არ ნიშნავს.

აღნიშნულ თემაზე პროკურoრმა „კურიერის” ეთერში ისაუბრა.

“აღკვეთის ღონისძიების დროებით შეცვლა,  არ არის გამართლება. ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლოს არ გაუმართლებია, მათი საქმის განხილვა ჯერ, არც კი დაწყებულა. ეს პროცესი წარიმართება, ბრალდების მხარე გამოიკვლევს უტყუარ მტკიცებულებებს და ჩვენი პოზიცია, რომელიც მტკიცებულებებით არის გამყარებული, უდაოდ გამოიწვევს იმ მოცემულობას, რომ მათ, ისევ მოუწევთ დაბრუნება იმ დაწესებულებებში, რომლებიც გუშინ დატოვეს.  ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული და მომავალში სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, აუცილებლად მოიხდიან სასჯელს იმ დანაშაულისთვის, რაც მათ რეალურად ჩაიდინეს. სახეზეა საკმაოდ მძიმე დანაშაული, რომელიც გულისხმობს 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას,” – განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

მსგავსი თემები