13 წლის ილია ფილფანის სამძებრო სამუშაოები განახლდა

13 წლის ილია ფილფანის სამძებრო სამუშაოები განახლდა, პროცესი ოჯახმა საკუთარი ინიციატივით წამოიწყო. მოზარდი სახლიდან 2020 წლის 18 ივლისს, ველოსიპედით გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. ილია ფილფანს “ინტერპოლის” ყვითელი ცირკულარითაც ეძებენ. ილია ფილფანის ნათესავები ამბობენ, რომ მნიშვნელოვანი სიახლეები გამოძიებაში არ არის, თუმცა მცდელობის შეწყვეტას არ აპირებენ.

“პირველივე დღიდან მაშველები მუშაობენ მდინარე ენგურჰესზე, ჯვრის უღელტეხილზე, რადგან წლის დონემ ძალიან დაიკლო ნოემბრიდან და მდინარე კიდევ ერთხელ აქტიურად გამოიკვლიეს, ლენჯერიდან ჯვრის უღელტეხილამდე, თუმცა ილიას გაქრობის მომენტიდან არავითარი ახალი კვალი არ ჩანს. სერიოზული მოწმეც კი არ გამოჩნდა ამდენი ხნის განმავლობაში, რომელიც რამე სიახლეს გვეტყვის.

მე მივიღე დაზარალებულის სტატუსი, რაც მაძლევს უფლებას მივიდე და პოლიციაში გავეცნო საქმის მასალებს. ის ვერსიები, რომელიც თავიდანვე საქმეში იყო, დღემდე არცერთი არ არის გამორიცხული, რადგან არავითარი კვალი არ გამოჩნდა. მე ველოდები სიახლეებს,” – განაცხადა დაკარგული ილია ფილფანის მამამ დავით ფილფანმა.

მსგავსი თემები