ლევან იოსელიანი განმარტავს, რა შეთანხმება შედგა “ქართულ ოცნებასა” და “მოქალაქეებს” შორის

პარტია “მოქალაქეების” გენერალური მდივნის ლევან იოსელიანის თქმით, მმართველ გუნდსა და მის პოლიტიკურ ძალას შორის შედგა შეთანხმება ისეთ მნიშვნელოვან დოკუმენტზე, რომელიც ამ ქვეყანაში არჩევნებს ერთხელ და სამუდამოდ დაუბრუნებს ნდობას.

ამის შესახებ ლევან იოსელიანმა , მმართველი პარტიის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

“დღეს ხელში მიჭირავს დოკუმენტი, რომლის მოპოვებაც არ იყო იოლი. რომლისთვისაც ძალიან დიდი კამათი და ბრძოლა მოგვიწია, რომ ყველა პუნქტი, რომელიც შეთავაზებული იყო, წამოგვეღო როგორც შეთანხმების ნაწილი და აქ, ასახულია ყველაფერი, რაზეც თავის დროზე ოპოზიცია და მმართველი პარტია შეთანხმდა, ეს არის საარჩევნო სისტემა, საარჩევნო რეფორმა. ერთი საკითხი, რომელზეც შეთანხმება ვერ შედგა, ეს არის ვადამდელი არჩევნები, თუმცა ჩვენ მიგვაჩნია, რომ წამოვიღეთ იმდენად მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც ამ ქვეყანაში, ერთხელ და სამუდამოდ არჩევნებს დაუბრუნებს ნდობას.” – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

მსგავსი თემები