ევროკავშირის ქვეყნებს, ვისაც ზედმეტი ვაქცინა დარჩებათ, საქართველოს გაუნაწილებენ

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნები რომლებსაც ვაქცინა დარჩებათ, საქართველოს გამოუგზავნიან.  

„წელს, გარანტირებული გვაქვს 1.4 მილიონი დოზა “კოვაქსიდან”, რომელიც წლის განმავლობაში უნდა მივიღოთ. მაგრამ, ჩვენი გეგმით, რომელიც მთავრობის მიერ არის დამტკიცებული გვჭირდება 3.9 მილიონი დოზა, რომლის მოსაპოვებლადაც ძალიან ინტენსიური, ყოველწუთიერი მუშაობა მიმდინარეობს. ევროკავშირის დაახლოებით 7-8 ქვეყანასთან არის შეპირება, რომ თუ მათ მეტი დოზა აქვთ შეკვეთილი ვიდრე სჭირდებათ, როდესაც მიიღებენ ჭარბ დოზებს, საქართველოს გადმოუნაწილებენ. სამწუხაროდ, დღეს ვაქცინა გადაიქცა პოლიტიკურ იარაღად და არის ჯერჯერობით ძლიერი სახელმწიფოების, დიდი შვიდეულის ხელში“, – განაცხადა  ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები