43 მოლიდან, გახსნისთვის საჭირო მოთხოვნებს მხოლოდ 13 აკმაყოფილებს

პირველი თებერვლიდან, მოლები და მაღაზიები მუშაობას განაახლებენ. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის ინფორმაციით, სპეციალურ საიტზე სულ რეგისტრირებულია , 43 მოლი, თუმცა, მოთხოვნებს მხოლოდ 13 აკმაყოფილებს.

„2020 წლის 28 ნოემბრიდან, ჯამში შემოწმდა 50 433 ობიექტი, გაფრთხილება გაიცა 28 392-ზე, 6 018 ობიექტს საქმიანობა შეუჩერდა. 1 000-მდე ობიექტი დეტალურად გადამოწმდა რეკომენდაციების შესრულებაზე, დაჯარიმდა 49 ობიექტი და ჯამში განმეორებითი ინსპექტირება განხორციელდა 15 086 ობიექტზე და დადგინდა, რომ აკმაყოფილებდნენ მოთხოვნებს.

როგორც იცით, პირველი თებერვლიდან დაანონსებულია ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნა და სიახლე, რომელიც ამ ნაწილში შემოდის თანამშრომლების სავალდებულო ტესტირებაა. ჯამში დარეგისტრირებულია 43 სავაჭრო მოლი, რომელთაგან გუშინდელი მონაცემებით 13 მოთხოვნებს აკმაყოფილებს და გატესტეს თანამშრომლების 20% მოთხოვნის შესაბამისად, ამიტომ 1-ელი იანვრიდან სრულად განაახლებენ სამუშაო პროცესს. თუმცა ეს გუშინდელი მონაცემებია და ყოველდღიურად იცვლება. მოლოდინი გვაქვს, რომ 1-ელი თებერვლისთვის ობიექტების აბსოლუტური უმრავლესობა მზად შეხვდება პროცესს. ასევე 21 ბაზარია დარეგისტრირებული, რომელთაგან 2 აკმაყოფილებს მოთხოვნებს. მათ 15 თებერვლამდე აქვთ ვადა, რომ თანამშრომლები დაარეგისტრირონ და გატესტონ. საცალო-საბითუმო ტიპის ობიექტები 24-ია დარეგისტრირებული, რომელთაგან 3 აკმაყოფილებს მოთხოვნებს. ასევე სკოლების რეგისტრაციაა დაწყებული“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

მსგავსი თემები