მოქმედი რესტორნები ხვალ უმოქმედოები გახდებიან – პროტესტი მთავრობას

ხვალ, თბილისში მოქმედი რესტორნები, რომლებიც პანდემიის გამო  გატანის სერვისზე მუშაობდნენ, ფუნქციონირებას შეწყვეტენ და ასე გამოხატავენ პროტესტს მტავრობის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

როგორც „რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა“, შოთა ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია მთავრობის კანცელარიასთან გაიმართება.

„მთავრობამ და ეპიდემიოლოგებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არ გახსნან რესტორნები. შესაბამისად, მათ ამ ქმედებით სფეროს განადგურებას შეუწყვეს ხელი. ხვალ  შევიკრიბებით მთავრობის კანცელარიასთან 15:00 საათზე და მთლიანად გავაჩეროთ სარესტორნო მომსახურება. დაინახავს  ხელისუფლებას, როგორი შეიძლება იყოს რესტორნების გარეშე არსებობა. ეპიდემიოლოგებმა უნდა გაიგონ და გაითავისონ, რომ ბიზნესის გაჩერება არ შეიძლება“ – განაცხადა „მედიაცენტრ მთავართან“ შოთა ბურჯანაძემ.

30 იანვარს მუშაობას 125 ობიექტი შეწყვეტს, ვინც გატანის სერვისზე მუშაობდა.

მსგავსი თემები