იხსნება – სავაჭრო ცენტრები, მოლები, ინდმეწარმეები, 15-დან კი ბაზრობები

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობის ეკონომიკური გუნდი ძალიან კარგად იცნობს სარესტორნო ქსელების პრობლემებს და მათი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა, ყველაფერის ერთ დღეში გახსნა ვერ ხერხდება.  

„თუ ყველამ ერთად გადავინაწილეთ პასუხისმგებლობა, რესტორნები არა მხოლოდ აჭარაში, დანარჩენ საქართველოში იმუშავებენ. ამისი იმედი მაქვს, თუმცა, გარანტია არავის აქვს, რადგან მოულოდნელობებით ხასიათდება ეპიდემიასთან ბრძოლა და პანდემიის დაძლევა ჯერ არ მიღწეულა. რაც შეეხება რესტორნების მძიმე მდგომარეობას, ნამდვილად მძიმეა მათი მდგომარეობა და ჩვენ ამას ცალსახად ვხედავთ.  მათი ყველა პრობლემა ვიცით“ – განაცხადა თურნავამ.

მისივე თქმით, საუბარი და მსჯელობა მიდის 15 თებერვლიდან ტრანსპორტისა და სკოლების გახსნაზეც.     

„შეუძლებელია, ერთ დღეში დავუბრუნდეთ ეპიდემიის წინა ვითარებას. ეტაპობრიობა უნდა ახასიასათებდეს ჩვენს ნაბიჯებს. 1 თებერვლიდან იხსნებიან სავაჭრო ცენტრები, მოლები, მცირე და დიდი მაღაზიები, ინდმეწარმეები;  15 თებერვლიდან – ბაზრობები, ვსაუბრობთ ასევე სკოლებსა და ტრანსპორტზე და არ მიწყენენ რესტორნები, რომ ეს უფრო პრიორიტეტულია. ყველაფერს ერთად ვერ გავაკეთებთ“ – განაცხადა თურნავამ.   

მსგავსი თემები