„არ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ პირველი თებერვლიდან ტურისტები შემოვლენ“ – მინისტრი

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, პირველი თებერვლიდან საზღვრის გახსნა არ ნიშნავს, რომ საქართველოში ტურისტები შემოვლენ. როგორც მინისტრმა განაცხადა, ამ მხრივ, შედეგებს გვიან გაზაფხულზე უნდა ველოდეთ.  

„საუბარია არა საზღვრის საყოველთაო გახსნაზე, არამედ მხოლოდ საჰაერო გზით შემოსულ ვიზიტორებზე და მათთან მიმართებაში გარკვეულ ცვლილებებზე. სახმელეთო საზღვრებს რაც შეეხება, ეს მეტი რისკის მატარებელია  და ჩვენ დაკვირვების რეჟიმში ვამყოფებთ ამ სიტუაციას. არ უნდა იყოს გადაჭარბებული მოლოდინი, რომ პირველი თებერვლიდან ჩვენთან ტურისტები ჩამოვლენ. ამის საშუალებას არც გლობალური ვითარება იძლევა, იმიტომ, რომ პანდემიაა და ადამიანები ერიდებიან მგზავრობას. აქ საუბარია პირველ, ეტაპობრივ სიარულზე, პირველ ვიზიტორებზე, რომლებიც შემოვლენ არა პირველი თებერვლიდან… შედეგებს უფრო გვიან გაზაფხულზე ვიგრძნობთ“ – განაცხადა მინისტრმა.   

მსგავსი თემები