საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 21 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 21 პაციენტი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა  3 148-ს შეადგენს.

დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 669 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 637 პაციენტი.

შეგახსენებთ, გუშინ, 28 იანვარს საქართველოში კორონავირუსი 723 პირს დაუდასტურდა, 932 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები